ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

„ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი საპასუხო ძალისხმევა გრძელდება“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ ქუვეითში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავდა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026