ეს ერთჯერადი, ერთი ღამის ოპერაცია არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ, დენ კეინმა ბრიფინგზე განაცხადა.
„სამხედრო მიზნების მიღწევას, რომლებიც ცენტრალურ სარდლობასა და გაერთიანებულ ძალებს დაეკისრათ, გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგ შემთხვევაში ეს რთული და მძიმე საქმე იქნება“, - განაცხადა კეინმა.
მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობისას აშშ დანაკარგებს ელის.
„რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ.
კეინის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებმა ისრაელს საშუალება მისცა, რომ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე დარტყმის ზუსტი დრო გაეთვალა.
„ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დღისით განხორციელებული დარტყმა იყო. დარტყმა აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა კეინმა.