ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა

ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე ალბარესმა განაცხადა.

„ესპანეთის ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი გამოყენება არ მოხდება ისეთი რაღაცისთვის, რაც აშშ-სთან შეთანხმებაში არ შედის ან გაერო-ს ქარტიას არ შეესაბამება“, - განაცხადა ალბარესმა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ სამხრეთ ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები 15-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026