აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ტიმ ჰოუკინსმა განაცხადა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერის ცნობით, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის ფარგლებში 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა.

მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 4 ამერიკელი სამხედროა დაღუპული.

CNN-ის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ირანის მიერ ქუვეითში განხორციელებული დარტყმების შედეგად გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026