„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტს დაარტყეს

"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

„ომის დაწყებიდან შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანმა 700-ზე მეტი დრონი და ასობით რაკეტა გამოიყენა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026