"ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე მარტივად შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრას შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვეა”, -წერს კირცხალია.