"ოპოზიციის ალიანსი" შედგა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გვარამიას თქმით, "ოპოზიციის ალიანსზე" შეთანხმების გამოცხადება მისთვის "დიდი პატივი და ძალიან სასიხარულოა". გვარამიას განცხადებით, "ოპოზიის ალიანსი" თანხმდება ერთიან მიმართულებაზე და მოქმედებებზე.
გვარამია აღნიშნავს, რომ შეთანხმების ნაწილი არის ქცევის კოდექსი, რომელიც მკაფიოა და ემყარება პასუხისმგებლობის პრინციპს კონკრეტული ქცევების წესების დარღვევისთვის.
“ეს არ იყო ხანმოკლე კონსულტაციები, ეს არ იყო მარტივი კონსულტაციები. დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამასობაში, ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები.
ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით სამოქმედო ერთობას. ამ შეთანხმების ნაწილი არის ქცევის კოდექსი, რომელიც ძალიან მკაფიოა, რომელიც ერთიანად მოქმედების პრინციპებს ემყარება, თანასწორობის პრინციპებს ემყარება და ასევე, ემყარება პასუხისმგებლობის პრინციპს კონკრეტული ქცევების წესების დარღვევისთვის”, - განაცხადა გვარამიამ.
“ოპოზიციური ალიანსი” შედგა ოპოზიციური ძალებს - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ - შორის.