New York Post - დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება“

ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები ჯერ არ დაგვიწყია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.

„მათ სერიოზულ დარტყმებს ვაყენებთ. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი არმია გვყავს და ამას ვიყენებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026