კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის „სუ-24“-ის ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის „სუ-24“-ის ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„ასევე, კატარის საჰაერო და საზღვაო ძალებმა დღეს ირანიდან წამოსული შვიდი ბალისტიკური რაკეტა და ხუთი დრონი ჩამოაგდეს“, - ნათქვამია კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონებმა და რაკეტებმა თავიანთ „სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს“.

კატარის თავდაცვის უწყება „მოქალაქეებსა და ვიზიტორებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026