საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის.
“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:
🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)
03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)
05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)
რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო)
04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით)
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
ტელეფონი: +971 2 553 36 83
ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
ტელეფონი: +974 44 739 499
ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.