ბაკურ კვაშილავა  - „ოპოზიციის ალიანსი“  არის მაგალითი, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა, როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას - „თავისუფლების მოედანი“ იმედით უყურებს შეთანხმებას

„თავისუფლების მოედანი“ იმედით უყურებს შეთანხმებას, ეს არის უნიკალური შეთანხმება, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაკურ კვაშილავას თქმით, ოპოზიციური პარტიების შეთანხმების მიზანია, ქვეყანა დააბრუნონ კურსზე, რომელიც იქნება კონსტიტუციის ერთგული.

„ეს არის უნიკალური შეთანხმება იმიტომ, რომ დიამეტრალურად განსხვავებული წარსულის მქონე პარტიები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, შეიკრიბნენ და მიაღწიეს შეთანხმებას. მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის, რომელსაც ოპოზიციის ალიანსი ჰქვია. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იმ კურსზე, რომელიც იქნება მისივე კონსტიტუციის ერთგული და დავუბრუნოთ ჩვენს ხალხს თავისუფლება და ღირსება“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026