დონალდ ტრამპი - აშშ ირანში ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციას აგრძელებს

აშშ ირანში ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციას აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან „რეჟიმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა სწრაფად ვითარდებოდა და ამერიკისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენდა“.

„რეჟიმს უკვე ჰქონდა რაკეტები, რომლითაც ევროპასა და ჩვენს ბაზებზე დარტყმას შეძლებდნენ. მათ მალე ექნებოდათ რაკეტები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს ამერიკამდე მოაღწევდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანმა ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობის შეწყვეტაზე უარი არ თქვა.

„ეს დარტყმისთვის ჩვენი ბოლო საუკეთესო შანსი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026