მტერმა უნდა იცოდეს, რომ მათი ბედნიერი დღეები დასრულებულია, - ამის შესახებ განცხადებას „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.
„ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოდ არსად იქნებიან, საკუთარ სახლებშიც კი“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ირანი იქამდე იბრძოლებს, „ვიდრე მტერი არ დამარცხდება“.