ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განახლებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

კერძოდ, ამავე ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ძალებმა კიდევ „ორი აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს იმ ობიექტზე, რომელიც რეგიონში ირანის პირველი თავდასხმების დროს დაბომბეს“.

„ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება“, - დასძენს სარდლობა.

CNN-ის თანახმად, საუბარია კვირას ქუვეითში აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებზე.

წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც აშშ-სა და ირანს შორის ომში პირველი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, კვირას დილით, ადგილობრივი დროით, შუაიბას სამოქალაქო პორტში მოწყობილ ოპერატიულ ცენტრზე პირდაპირი დარტყმა იყო.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026