ირანული მედიის ცნობით, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის შტაბ-ბინის გარშემო ორი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.
ასევე, ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ.
მათი თქმით, საკომუნიკაციო ცენტრი გამოიყენებოდა „სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ სამხედრო საქმიანობის წინსვლისთვის“ და „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება თეირანის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
მედია აღნიშნავს, რომ ასევე, გუშინ ღამით აშშ-ისრაელის დარტყმების დროს IRIB-ის შტაბ-ბინა დაბომბეს.