თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "ლიბერთი ბანკის" შენობაში ხანძარი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი ცეცხლი, რომელიც რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული.