ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი აშენებდა ბუნკერებს, რომელიც მათ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იმუნურს გახდიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა.

„ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ იმოქმედებდნენ, მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026