ისრაელელმა სამხედროებმა დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას შეუტიეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა პეიმან ჯებელიმ აღნიშნა, რომ ტელევიზიის შტაბ-ბინა აშშ-სა და ისრაელის სამიზნე გუშინ და ივნისში 12-დღიანი ომის დროსაც გახდა.
ჯებელიმ განაცხადა, რომ „მიღებული ზომების გამო, მაუწყებლობა ჩვეულებრივად გრძელდება“.