ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ათობით ლოკაციისთვის, მათ შორის ბეირუთის სამხრეთით მდებარე ორი უბნის მაცხოვრებლებისთვის, ევაკუაციის ბრძანება გასცა.

„სასწრაფო გაფრთხილება ლიბანის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით იმ სოფლებში მცხოვრებებისთვის, რომელთა სახელებიც მითითებულია. თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები“, - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში, სადაც 50 ლოკაციაა დასახელებული.

ამასთან, თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ბეირუთის სამხრეთით მდებარე უბნების, გობეირის და ჰარეთ ჰრეიკის, მაცხოვრებლებს.

„თქვენ იმყოფებით ჰეზბოლას ობიექტებთან და ინტერესებთან ახლოს, რომელთა წინააღმდეგაც ისრაელის თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში იმოქმედებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს