დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე, რომელსაც ავსტრალიის ძალები იყენებს, დრონით შეტევა განხორციელდა

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა დაადასტურა, რომ დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც ავსტრალია იყენებს, დრონით დაბომბეს, -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ავსტრალიელი არ დაშავებულა.

„ალ- მინჰადის საჰაერო ბაზაზე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ იქ მყოფი ყველა ავსტრალიელი უსაფრთხოდ არის“, - განუცხადა რიჩარდ მარლზმა ჟურნალისტებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ბაზას ბევრი დასავლური სამხედრო ძალა იყენებს და ის ავსტრალიის თავდაცვის ძალების ახლო აღმოსავლეთის შტაბ-ბინაა. მარლესის თქმით, ავსტრალიას ახლო აღმოსავლეთში 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთა უმეტესობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განლაგებული.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებას, რომლის მიზანია „ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ხელი შეუშალონ ირანის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს