რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაულ თემს ფურიმის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს.
„ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამან ამალეკელი, გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ებრაულ თემს ფურიმის დღესასწაულს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.