ბენიამინ ნეთანიაჰუ - ეს არ არის უსასრულო ომი - ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება.

„ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს