გივი მიქანაძე - შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები შემოდის, რომელიც ბავშვს უფრო მეტად მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და მისი ადაპტაციისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები დაინერგება, რომელიც ბავშვს სკოლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„150 სკოლასთან უკვე ფუნქციონირებს ე.წ. ფრესქულის პროგრამა. ამასთანავე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები შემოდის, რომელიც ბავშვს უფრო მეტად მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და მისი ადაპტაციისთვის. თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბავშვების ნაწილი უკვე დადიოდა ამ „ფრესქულში“. ჩვენ რეფორმა დავაანონსეთ, მისი სამუშაო ვერსია დეკემბერში, ხოლო მისი დამტკიცება მოხდა იანვრის ბოლოს, მთავრობის დადგენილებით. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 3-4 თვე გასული იყო იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ბავშვები ამ „ფრესქულში“ ირიცხებოდნენ და ემზადებოდნენ სკოლაში წასასვლელად. ზუსტად ამ გარემოებების გათვალისწინებით, მშობლებზე ორიენტირებული პოზიციით მივიღეთ საგამონაკლისო წესით ის გადაწყვეტილება. [2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ის ბავშვებით, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ].

იცით, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ამ პროცესში რომ მოხვდეს იმ ბავშვების რეგისტრაციაც, რომელთაც 15 სექტემბრის შემდეგ, 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, შესაბამისად უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. ცვლილება არ შევა იმ კონკრეტულ მუხლში, რომელიც 2 კვირის წინ შეიტანეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, სადაც ჩაკეტილია 15 სექტემბრით, არამედ გარდამავალ დებულებებს დაემატება ერთი დამატებითი მუხლი, რომელიც იტყვის, რომ საგამონაკლისო წესით ეს მუხლი არ ვრცელდება 2020 წელს დაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელთაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ეს არის ნებაყოფლობითი მშობელს შეუძლია, რომ შეიყვანოს ამ ასაკის ბავშვი და შეუძლია არ შეიყვანოს“,- განაცხადა მიქანაძემ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს