ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებზე თავდასხმებს აგრძელებს

ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს აგრძელებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს, სავარაუდოდ, ირანული დრონებით დაესხნენ თავს. ერაყის ქალაქ ერბილში აფეთქებების ხმები ისმოდა, ბაჰრეინში კი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

საუდის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე შეტევა ორი დრონით განხორციელდა. ინფორმაცია საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამან „შეზღუდული ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია. უწყებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ერ-რიადსა და ალ-ხარჯისთან 8 დრონი მოიგერიეს.

CNN-ის ინფორმაციით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ერბილში, ადგილზე მყოფმა CNN-ის გუნდმა დღეს გამთენიისას აფეთქებების ხმამაღალი ხმები გაიგონა, რომელიც ერბილის აეროპორტის მხრიდან ისმოდა.

ქუვეითის არმიის გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი რაკეტებისა და დრონების ტალღაზე რეაგირებდნენ.

ბაჰრეინში დღეს დილით ადრე სირენები ხმები ისმოდა.

საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა ისრაელშიც, სადაც დღეს დილით ირანიდან გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა. ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, მოიგერიეს ორი დრონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ლიბანიდან შეიჭრა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს