დღეს ქართული პრემიუმ ავეჯის ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, კომპანია Op-Art, დაარსებიდან 19 წლის იუბილეს აღნიშნავს. თითქმის ორი დეკადა ბაზარზე არ არის მხოლოდ დროის მონაკვეთი — ეს არის ევოლუციის გზა პატარა სახელოსნოდან მასშტაბურ წარმოებამდე, სადაც მთავარი ღირებულება უცვლელია და ის გახლავთ ხარისხი, რომელიც დროს უძლებს.
Op-Art-ის ისტორია 19 წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო, კომპანიამ არჩევანი რთულ, თუმცა პერსპექტიულ გზაზე შეაჩერა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წლების განმავლობაში ბაზრის მოთხოვნები შეიცვალა, კონკურენცია გამკაცრდა და „სწრაფი და იაფი“ გადაწყვეტილებების უამრავი ალტერნატივა გაჩნდა. მიუხედავად ამისა, Op-Art-მა შეინარჩუნა მთავარი პრინციპი: ხარისხი არ არის კომპრომისის საგანი.
პრემიუმ ავეჯი, რომელსაც კომპანია ქმნის, რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმს ეფუძნება:
„ყველაზე დიდ ყურადღებას მასალების ხარისხსა და ეკოლოგიურობას ვაქცევთ. ვიყენებთ MDF-ს, ბუნებრივ შპონს, მასიურ ხესა და იტალიურ საღებავებს, რომლებიც სერტიფიცირებულია უსაფრთხოებისა და გამძლეობის კუთხით. ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. მდფ-ის მასალა, საღებავი და მექანიზმები, რომლებიც ავეჯის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ძირითადად იმპორტირებულია ავსტრიიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი ქეთი კუხალაშვილი.
დღეს Op-Art-ის ნამუშევრები საქართველოში ათიათასობით სივრცეს აერთიანებს. ეს არის:
Op-Art-ში აცხადებენ, რომ 19-წლიანი წარმატების უკან დგანან ადამიანები, პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის, რომ ყოველი ახალი პროექტი ისეთივე პასუხისმგებლობაა, როგორც პირველი. სწორედ ეს განსაზღვრავს დიდწილად კომპანიის წარმატებას, რომელმაც დროს გაუძლო.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათთვის 19 წლის იუბილე ახალი ეტაპის დასაწყისია და მომხმარებელს წლების გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით კიდევ უფრო მაღალ ხარისხს ჰპირდებიან.
(R)