ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სოფელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, სახლში რვა წევრიანი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახი უკვე გაიყვანეს ქირით და მათ „ხანძრის შედეგად დაზარალებულთან დახმარების შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს