რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სატელეფონო საუბრისას ენერგომატარებლების ფასებზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განიხილეს ირანის გარშემო და მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების მკვეთრი ესკალაცია, მათ შორის მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე მისი პოტენციური შედეგების თვალსაზრისით“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა და ორბანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის, განიხილეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული და რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი უნგრეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები.
„პრეზიდენტმა აღნიშნა ბუდაპეშტის ერთგულება კონფლიქტის მოგვარების მიმართ და მისი მისწრაფება, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა. ლიდერები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აცხადებენ კრემლში.