თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი საჯარო დისკუსია მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები და განათლების ექსპერტები, ისე სტუდენტებიც.

გამომსვლელები ადგილზე შეკრებილებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრებიან, რომელიც მათი აზრით, განათლების რეფორმაში არსებობს.

გამომსვლელების თქმით, „განათლების დეფორმა” კონცენტრირებული არ არის უნივერსიტეტთა ავტონომიურობაზე. მათივე შეფასებით, „დეფორმაში" არ არის საუბარი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახებ, ასევე გაუგებარია, „რატომ გადაეცა თსუ-ის კორპუსები სახელმწიფოს“.

ინფორმაციისთვის, განათლების ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აქტივისტები, განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ თსუ-ს პირველ კორპუსთან საჯარო დისკუსიას პერიოდულად მართავენ და საუბრობენ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რასაც განათლების რეფორმაში ხედავენ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს