[აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის] ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბულენტობაში გადარჩეს - თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის“ გარდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დელეგაციას ფორუმში მონაწილეობის გარდა, საინტერესო შეხვედრები ექნება კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.
„ანა პაულინა ლუნა ასიათასიან მიტინგს ვერ შეკრებს, მხოლოდ ის არ არის, ეს არის დიდი გუნდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იმ იდეას კრებს, რომელიც აზრთა ერთიანობას გამოხატავს, როცა საუბარია ტრადიციაზე, სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე. თუ საქართველო ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში. იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს. ჩვენი დელეგაციაც სწორედ იქ არის ჩასული. ფორუმში მონაწილეობის გარდა, მათ საინტერესო შეხვედრები ექნებათ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. არც ერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება. გასაგებია, რომ ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბულენტობაში გადარჩეს. თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის“ გარდა. მის ტრენდს ნუ აჰყვებით. ვინც არ უნდა ჩავიდეს ამერიკაში ან ევროპაში და იმას მოითხოვს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მას უნდა მივესალმოთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.