„წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა

ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ შეფასებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ საჰაერო შეტევის დაწყების შემდეგ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 787-მდე გაიზარდა.

ამასთან, ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია.

ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, შაბათის შემდეგ 504 ლოკაციაზე 1 039 თავდასხმა დაფიქსირდა.

დღეს ირანში სკოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ქალაქ მინაბის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედანზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა, მათ ნაწილს ხელში დაღუპულების ფოტოები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ირანის ოფიციალური პირების თქმით, შაბათს დილით, ქალაქ მინაბის სკოლაზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 მოსწავლე დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს