არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათის შემდეგ, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან, მათი ქვეყნის მიმართულებით 186 რაკეტა გაისროლეს.
თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ აბდულ ნასერ მოჰამედ ალ-ჰუმაიდის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი რაკეტა ჩამოვარდა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ 172 რაკეტის მოგერიება შეძლო, 13 კი - ზღვაში ჩავარდა.
მისივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ასევე აღმოაჩინა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით გაშვებული 812 ირანული დრონი, რომელთაგან 57 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 755 დრონი კი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.
ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ რვა ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამი ადამიანი დაიღუპა. დაფიქსირდა მსუბუქად დაშავების 68 შემთხვევა და სამოქალაქო ობიექტების მცირე ან საშუალო სიმძიმის დაზიანება.