აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ორი საელჩო დახურა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში საკონსულო წარმომადგენლობა შეამცირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო დღეს მას შემდეგ დაიხურა, რაც მასზე, სავარაუდოდ ორი ირანული დრონით, იერიში მიიტანეს.
აშშ-ის საელჩო „შემდგომ შეტყობინებამდე“ დაიხურა ქუვეითშიც.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს, უსაფრთხოების სერიოზული რისკების გამო, რეგიონის 14 ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა იორდანიაში, ბაჰრეინში, კატარში, ერაყსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში მისი საელჩოების თანამშრომლებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან მოვალეობას არ ასრულებენ და მათ ოჯახებს ქვეყნების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.