ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ ისრაელში 7 ადამიანი დაშავდა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ ისრაელში 7 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული რაკეტების ნამსხვრევები ცენტრალურ ისრაელში რამდენიმე ადგილას ჩამოვარდა.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მაგენ დევიდ ადომის ცნობით, დაშავებულთაგან ერთმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ირანიდან რაკეტების გაშვების ფონზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა სამხრეთ ისრაელშიც ისმის.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს