ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება.
Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.
ასამბლეის შენობა ქალაქ ყუმში მდებარეობს.