ისრაელის მე-12 არხი - კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა

კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კატარმა ირანში საპასუხო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე იერიში მიიტანა.

ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს.

შეგახსენებთ, ირანმა ღამით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა დრონებით განახორციელა. თავდასხმას ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი მოჰყვა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს