ისრაელის თავდაცვის ძალები - საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს

საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს, - განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„თეირანში დაიბომბა რეჟიმის მიერ იარაღის წარმოებისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისპაჰანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და რაკეტების შესანახი ობიექტები დაბომბეს.

ასევე, ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს