დონალდ ტრამპი - ირანის რეჟიმი ბოროტია, ეს მათი ფილოსოფიაა, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ - მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ

პირველ დარტყმას ირანი გეგმავდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ისინი პირველ დარტყმას გეგმავდნენ და მე არ მსურდა, რომ ეს მომხდარიყო. მათ ძლიერად ვურტყამთ. მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმი ბოროტია“.

„მსგავსი რამ არავის უნახავს. საქმე პოლიტიკას არ ეხება, ეს მათი ფილოსოფიაა. ისინი მეზობლებს ურტყამენ. მათ ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, მაშინ გამოიყენებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არ სურს, რომ ირანში მმართველობა „წინა რეჟიმზე უარესმა“ გადაიბაროს.

„უმეტესობა, რომლებიც ხელმძღვანელობისთვის მხედველობაში მყავდა, მკვდარია. არის კიდევ ერთი ჯგუფი, მაგრამ შესაძლოა, ისინიც მკვდრები იყვნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს