დონალდ ტრამპი - ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით, არც გვჭირდება, ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ - რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის

ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა სახის ვაჭრობის შეწყვეტა დაავალა“.

„ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე, ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთითაც უკმაყოფილოა.

ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს „საქმე უინსტონ ჩერჩილთან არ აქვს“.

„სამი თუ ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ სად შევძლებდით დაფრენას. ეს უინსტონ ჩერჩილი არ არის, ვისთანაც საქმე გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს