ირანის საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განაცხადა.
„თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს“.
„ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.