ნიკოლოზ სამხარაძე - შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე პლატფორმა X-ზე წერს.

სამხარაძის შეფასებით, ჰანრაჰანთან „შესანიშნავი საუბარი ჰქონდა”.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”, - წერს სამხარაძე X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში იმყოფება.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს