აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციაში B-1-ისა და B-52-ის ტიპის ბომბდამშენები მონაწილეობენ.

დარტყმების სამიზნეებს შორის სარაკეტო ბაზები, გემები, წყალქვეშა ნავები და საკონტროლო ცენტრებია.

3 მარტის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს