დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩოს თანახმად, მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. საელჩო აღნიშნავს, რომ ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად.
"მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან, - აღნიშნულია ინფორმაციაში.