დონალდ ტრამპი - აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს

აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია - წინ შემდგომი ნაბიჯებია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს