ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერორისტული რეჟიმის რაკეტების გაშვების ადგილების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს“, - აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანმა ღამით ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.