ქუვეითში საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურა, არის მსხვერპლი

ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურა, რომლის ნამსხვრევებიც საცხოვრებელ სახლს დაეცა და დააზიანა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელ ზონაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებებით 11 წლის გოგონა დაიღუპა, მისი ოჯახის ოთხი წევრი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქუვეითმა, შაბათიდან, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან, ასობით დრონი და რაკეტა მოიგერია, რომელთა სამიზნეც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და აშშ-ის საელჩო იყო.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს