კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის ქმედებები ირანში, შესაძლოა, საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო იყოს.
„შეერთებული შტატებისა და ისრაელის საქმეა, დაასაბუთონ, არის თუ არა ეს ასე. ჩემზე უფრო ექსპერტების - მე არ ვარ იურისტი, რა თქმა უნდა, არც საერთაშორისო იურისტი - საქმეა, რომ განსაზღვრონ“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო წესრიგის კრახის კიდევ ერთი მაგალითია.
„გაეროს უშიშროების საბჭოს ათწლეულების განმავლობაში მიღებული რეზოლუციების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუღალავი მუშაობისა და სანქციებისა და დიპლომატიური ჩარჩოების სერიის მიუხედავად, ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხე კვლავ არსებობს. ახლა კი შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იმოქმედეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარევის ან მოკავშირეებთან, მათ შორის კანადასთან, კონსულტაციების გარეშე“, - აღნიშნა კარნიმ.
კარნიმ მხარეებს „საომარი მოქმედებების სწრაფი დეესკალაციისკენ“ მოუწოდა.
„ამ კრიზისის მოგვარება მოითხოვს ერთგულებას უფრო ფართო პოლიტიკური გადაწყვეტისადმი. დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია უფრო ფართო და ღრმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.