გერმანიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini, რომელიც წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, „ბადაგონის“ ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა:
საფერავი რეზერვი, წითელი მშრალი
ხიხვი ქვევრი, თეთრი მშრალი
ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი
კახური წარჩინებული, წითელი მშრალი
მუკუზანი, წითელი მშრალი
Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის უკვე 25 წელია წელიწადში ორჯერ ტარდება. Mundus Vini-ის საგაზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12 000-ზე მეტი ღვინო 40 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან.
ღვინოები 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
(R)