ისრაელის თავდაცვის მინისტრი - აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება.

„ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, ისრაელის განადგურების გეგმის წარმართვის, აშშ-ს, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის გეგმის გასაგრძელებლად, ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება.

„ვაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები ირანელი ხალხისთვის მისი დამხობისა და ჩანაცვლებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს