„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს

სადაზღვევო კომპანია „ირაო“, რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაში ბაზარზე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს და მნიშვნელოვან შედეგებს აფიქსირებს.

სინდიკატური კვლევების მიხედვით, კომპანია მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალობის მაჩვენებლით ავტოდაზღვევის კუთხით ლიდერია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევაში - პირველ სამეულშია. ეს მაღალი მაჩვენებელი სწორედ „ირაოს“ სტრატეგიის შედეგია, რომელიც მიმართულია მომხმარებლის გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაზე,

„ირაომ“ 2025 წელს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა კიდევ უფრო გააძლიერა. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ციფრული სერვისების მეტად განვითარება, პროცესების გამარტივება და სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დაზღვეულები განსაკუთრებით დადებითად აფასებენ კომპანიის ონლაინ პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მარტივად მართონ საკუთარი დაზღვევა, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და ისარგებლონ სერვისებით, დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ დაზღვევასთან ასოცირებული რთული პროცედურების გამარტივებაა. ბოლო წლებში „ირაომ“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ სასურველი სერვისები.

„ირაოში“ მომხმარებლის უკუკავშირი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, განვითარების გეგმის განსასაზღვრად.

როგორც კომპანიის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნათია მშვიდობაძე აღნიშნავს, 2025 წელს „ირაომ“ დაზღვეულთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე განსაკუთრებულად იმუშავა.

ის ხაზს უსვამს, რომ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი, არა მხოლოდ შეფასებაა, არამედ განვითარების მთავარი საფუძველი, რომელიც კომპანიას სერვისების გაუმჯობესებაში ეხმარება.

„ირაო“ არის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი კომპანია. VIG-ს ზურგს უმაგრებს 200 წლიანი ისტორია და არის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპული ექსპერტიზა და ჯგუფის მასშტაბი გვაძლევს შესაძლებლობას ქართულ ბაზარზე დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა, სტაბილური და სანდო მართვის მოდელები და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები “,- აღნიშნავს ნათია მშვიდობაძე.

კომპანია აქტიურად აგრძელებს ინოვაციებზე მუშაობას, ციფრული სერვისების განვითარებას, პროცესების ოპტიმიზაციასა და კომუნიკაციის ხარისხის გაძლიერებას, რათა მომხმარებელმა დაზღვევის სერვისებით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად შეძლოს. „ირაოს“ მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო მომსახურების ახალი სტანდარტის ჩამოყალიბება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. სწორედ აღნიშნული სტრატეგია გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისგან. „ირაოში“ მიიჩნევენ, რომ თანამედროვე დაზღვევა უნდა ერგებოდეს მომხმარებლის საჭიროებებს და ქმნიდეს უსაფრთხოების რეალურ განცდას.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება დაბალანსებულ მოდელს, რომელშიც ერთი მხრივ, ვავითარებთ თანამედროვე და მოქნილ ელექტრონულ სერვისებს, ხოლო მეორე მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანურ კავშირს, თანამშრომლობასა და პარტნიორულ დამოკიდებულებას მომხმარებელთან“,- აღნიშნავს კომპანიის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს