ისრაელის თავდაცვის ძალები ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბეირუთში შენობების დაბომბვას, რომელიც „ჰეზბოლასთან“ არის დაკავშირებული.
„ჰარეტ ჰრეიკის რაიონში მყოფმა მოსახლეობამ, „დაუყოვნებლივი“ ევაკუაცია უნდა განახორციელოს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ.